ცომის სტელაჟზე და სტელაჟის გამფუებელ კაბინაში განთავსების,ლანგრების შეგროვების და რეცხვის ოპერატორი

McDonald’s Georgia

მაკდონალდს საქართველო მისი შვილობილი კომპანიისთვის (პურ ფუნთუშეულის საწარმო ხაზისათვის) აცხადებს ვაკანტურ ადგილებს შემდეგ პოზიციებზე:

ცომის სტელაჟზე განთავსების, სტელაჟების გამფუებელ კაბინაში განთავსების, ლანგრების შეგროვების, ლანგრების რეცხვის ოპერატორი (Pan Loader, Pan Stacker APEX, Pan Stacker Depanner, Tray Stacker, Tray Washer) – 5 ვაკანტური ადგილი.

 

პოზიციის ფუნქციები:

  • საცხობ ლანგარზე მოთავსებული ცომის სტელაჟეზე დალაგება
  • სტელაჟების გამფუებელ კაბინაში მოთავსება, ცხრილის შევსება
  • ღუმელიდან გამოღებული საცხობი ლანგრების შეგროვება
  • საწარმოში დაბრუნებული კონტეინერების შეგროვება
  • კონტეინერების რეცხვა.

 

პოზიციებისათვის განსაზღვრული საბაზისო მოვალეობები:

  • საწარმოო ხაზის კონკრეტულ სადგურზე მუშაობა დადგენილი წესებისა და სტანდარტების მიხედვით;
  • პროდუქციის წარმოება და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ყველა სამუშაო ინსტრუქციის, სტანდარტისა და პროცედურების დაცვა და განხორციელება;
  • პროდუქციის ტემპერატურული და სანიტარული ნორმების დაცვა;
  • დანადგარების მოხმარების ინსტრუქციის ცოდნა;
  • სანიტარული პროცესების დაცვა, პურის ქარხანის ტერიტორიაზე სისუფთავის კონტროლი.
  • პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
  • სადგურზე საჭირო დოკუმენტაციის (Check list) შევსება;
  • სამუშაო ადგილის უსაფრთხოების დაცვა, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მთავარი ტექნოლოგის ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ;
  • მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ტრენინგში პროდუქტის გაუმჯობესების, სურსათის უვნებლობასა და პროცედურების კუთხით;
  • HACCP - ის სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად მუშაობა;

 

მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ავტომატიზირებულ საწარმოო ხაზზე მუშაობის გამოცდილება

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი;
  • ადგილმდებარეობა: ლილო

 

ბენეფიტები:

  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უახლოეს მეტრო სადგურამდე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ყოველთვიური კვების დანამატი
  • სამოტივაციო პროგრამები
  • სწავლებისა და განვითარების სისტემა
  • სამუშაო შედეგების სისტემა, რომელსაც უკავშირდება საბონუსე სქემა

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: career@ibh.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 20/09/2020
ბოლო ვადა: 04/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: