CISCO CCNAv7-ს კურსი

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია აცხადებას მიღებას CISCO CCNAv7 ჯგუფში

 

სასწავლო კურსის მიზანი

Cisco–ს აკადემიის CCNAv7 (Cisco Certified Network Associate) კურსი წარმოადგენს საწყისს და საბაზო კურსს, რომელიც შეასწავლის სტუდენტებს მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და მართვის საკითხებს. აღნიშნული კურსი მოიცავს როგორც თეორიულ საკითხებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებისთვის, ასევე პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქსელის ადმინისტრატორის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად შესრულებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესაძენად. აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ CCNA-ს ინდუსტრიული გამოცდის ჩაბარება Cisco-ს საერთაშორისო CCNA სერტიფიკატის მისაღებად. აღნიშნული გამოცდა ფასიანია, მაგრამ “კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიის“ (CTA კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ 50%–იანი ფასდაკლების ვაუჩერით, რომელსაც ისინი მიიღებენ CCNA კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.

კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი

სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 8 თვე. კურსი დაყოფილია 4 ე.წ. სემესტრად. სემესტრის ხანგრძლივობაა დაახლოებით 2 თვე.

  • Introduction to Networks
  • Switching, Routing, and Wireless Essentials
  • Bridging
  • Enterprise Networking, Security, and Automation

ლექციები ტარდება კვირაში 3–ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.

პროგრამის სილაბუსი იხილეთ ლინკზე:

დაგვიკავშირდით: თბილისი, დ.აღმაშენებელის #172 გორი, გარსევანიშვილის #3 ქუთაისი, 9 აპრილის #2 თელავი, აღმაშენებლის #14

ctaedu.ge@gmail.com

http://ctaedu.ge

TEL: +995 555  87 08 80


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/07/2020
ბოლო ვადა: 11/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: