ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობის ოპერატორი

სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა", აცხადებს ვაკანსიას, ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობის ოპერატორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით. კატეგორია: ენერგეტიკა; ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად); მდებარეობა: ქ. თბილისი. მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით; ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში; ფუნქციები და პასუხისმგებლობა: ** ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარების და მოწყობილობების - ორთქლის, წყალ გამაცხელებელი ქვაბების, სადნობი, თერმული, საწრთობი და საშრობი ღუმელების გაზის მეურნეობის მომსახურებაში მონაწილეობის მიღება; ** გამათბობლების და საყოფაცხოვრებო გაზქურების მომსახურება; ** გაზის გამანაწილებელი და მარეგულირებელი პუნქტების მოწყობილობების - ურდულები, ფილტრები, რედუქტორები და სხვა, მომსახურება და მათ შეკეთებაში მონაწილეობის მიღება; ** გაზის ონკანების გაპოხვა, მილების გაქრევა და შემოწმება ჰერმეტულობაზე; ** გაზის მილების გასაყვანად და დაზიანებების აღმოსაჩენად მიწის სამუშაოების შესრულება; ** საყოფაცხოვრებო გაზქურების და გამათბობლების სარემონტო სამუშაოების შესრულება; ** გაზის გაშვება ქსელში და ქსელზე გაზის მომხმარებელი დანადგარების მიერთება. უნდა იცოდეს: ** ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარების მოწყობისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესები; ** ქსელში გაზის გაშვების წესები; ** გაზის დანადგარების და მოწყობილობების მონტაჟის წესები; ** გაზის კომუნიკაციებთან მიერთების წესები; ** გაზის მილგაყვანილობის და კომუნიკაციების სქემები; ** გაზის დაბალი წნევის მაგისტრალზე საავარიო - სარემონტო სამუშაოების ჩატარების წესები; ** საზომი და საკონტროლო მოწყობილობების დანიშნულება; ** გაზგაყვანილობის გაქრევის და ჰერმეტულობაზე შემოწმების წესები; ** დროებითი შემოვლითი მილგაყვანილობის მოწყობა ავარიის ადგილებზე; ** ბუნებრივი აირის აფეთქების მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი; ** უსაფრთხოების წესები გაზის მეურნეობაში; ** წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მოწყობის და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები; ** უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტრო მეურნეობაში; ** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები; ** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესები; ** საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები. სამუშაოს მაგალითები: ** გაზის მილების გასაყვანად და დაზიანებების აღმოსაჩენად მიწის სამუშაოების შესრულება; ** საყოფაცხოვრებო გაზის ქურების, გაზით წყლის გამათბობლების და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების მოწყობილობების მიერთება გაზის ქსელზე; ** გაზისჩამკეტ - მარეგულირებელი მოწყობილობების (ვენტილები, ურდულები, ფილტრები და სხვა) რემონტი (გაპოხვა, შუასადებების გამოცვლა, გრაფიტით გაჟღენთილი ჩობალის გამოცვლა, მიხეხვა და სხვა); ** მილების შედუღების ადგილების გაწმენდა, და შემოწმება საპნის ხსნარით; ** გაზის ფილტრების გამოცვლა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია პროფესიული განათლება; ** უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება. უნარები: ** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა; ** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ; ** ცვლილებებისადმი ადაპტაცია; ** კომუნიკაცია; ** პროფესიონალიზმი; ** პროდუქტიულობა; ** ხარისხზე ორიენტირება; ** უსაფრთხოება; ** სტრესულ გარემოში მუშაობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/05/2020
ბოლო ვადა: 11/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: