ბუღალტრის თანაშემწე

Swiss Capital

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება, კონტროლი და დაარქივება;
  • სხვადასხვა ხარჯის საბუღალტრო პროგრამაში გატარება;
  • კრედიტორული დავალიანების კონტროლი და მომწოდებლებთან შედარებების წარმოება;
  • ინტერნეტ-ბანკში მუშაობა;
  • მოზიდული ფულადი სახსრების რეესტრის წარმოება, აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
  • სხვადასხვა სახის რეპორტების დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
  • ძირითადი საშუალებების რეესტრის წარმოება, ცვეთის დარიცხვა, ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • გარე აუდიტორულ კომპანიასთან ურთიერთობა, რეპორტების და დოკუმენტაციის მიწოდება;
  • სხვა დაკავშირებული საქმიანობის და დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან ფინანსების განხრით;
  • MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

სხვა მოთხოვნები:

  • ანალიზისა და სტატისტიკის წარმოების უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; საჭიროების შემთხვევაში ანაზღაურებადი მორიგეობა შაბათს - კვირას და სამუშაო დღეეებში 18:30-დან 22:00 სთ-მდე;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 28.09.2020წ.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „ბუღალტრის თანაშემწე".


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/09/2020
ბოლო ვადა: 28/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: