ბუღალტრის თანაშემწე

ასპ-გრუპი

ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსია ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე თბილისში.

 

ასპ-გრუპი-ს საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული

სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 18 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მყიდველისგან შეკვეთის მიღება და შესაბამისი ინვოისის მომზადება;
  • რეალიზაციების გატარება;
  • ტექნიკის გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება ((ხელშეკრულებები, საგარანტიო ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ტექნიკის გადაცემის აქტები);
  • ყოველი სამუშაო დღის ბოლოს “ზეტ”-ების ამოღება სალარო აპარატიდან, სალარო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაციის მომზადება;
  • www.myauto.ge-ზე არსებული ინფორმაციის განახლება და ახალი პროდუქციის დამატება;
  • სალარო მეურნეობის წარმოება, საწყობის მომხმარებლებთან ნაღდი ანგარიშსწორების განხორციელება, საქვეანგარიშო პირებისთვის თანხების ყოველდღიური მოთხოვნა, თანხის გაცემა/დაბრუნება.  სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების ყოველდღიური შენახვა და  ყოველთვიური აკინძვა და დაარქივება;
  • Rs.ge-ზე ზედნადებების და ა.ფ-ების აქტივაცია;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  პროგრამა Fina-ს ცოდნა;
  •   Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; 
  •  MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი 144ა.

ხელფასი: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში ხელზე ასაღები 500 ლარი,  გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 700 ლარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: L.gogochishvili@asp.ge  2021 წლის 30 მარტამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ბუღალტრის თანაშემწე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/03/2021
ბოლო ვადა: 30/03/2021

მსგავსი ვაკანსიები: