ბუღალტრის ასისტენტი

MaxinAI

"MaxinAI" დაარსდა 2017 წელს და წარმოადგენს ლიდერ კომპანიას AI Consulting-ის მიმართულებით საქართველოში. "MaxinAI" პროგრამულ უზრუნველყოფას უწევს კომპანიებს აშშ-დან, ავსტრალიიდან და ევროპის ქვეყნებიდან. "MaxinAI" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა ** საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი ** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი ** კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა ** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) მომზადება, შენახვა, კონტროლი და დაარქივება ** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალთან მუშაობა ** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება ** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია ** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ** საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა ** კომპანიის ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და ადმინისტრირება ** სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში აღრიცხვა. პროფესიული ცოდნა/გამოცდილება: ** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში; ** პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA (F1, F2, F3 სასურველია); ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** MS Office კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა ** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა ** ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** ინგლისურის ენის სრულყოფილი ცოდნა ჩვენთან მუშაობის უპირატესობები: ** დისტანციურად მუშაობა; ** საინტერესო გამოწვევები; ** კარიერულ ზრდა და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, სხვადასხვა სასერტიფიკაციო პროგრამებში მონაწილეობით; ** მაღალი ექსპერტიზის და მოტივაციის მქონე გუნდის გამოცდილების გაზიარება; ანაზღაურება: 1, 000 ლარი (საშემოსავლოს გარეშე) გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hr@maxinai.com და "Subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

1000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 19/11/2020
ბოლო ვადა: 18/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: