ბუღალტერი საგურამოში

კახური ტრადიციული მეღვინეობა

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა:  საგურამო სამუშაო გრაფიკი: სრული  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში
  • ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე  ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • SAP Business One-ში მუშაობის გამოცდილება

 

მოვალეობები:

  • ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა
  • გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე
  • საგადასახადო დეკლარაციების შევსება
  • გადარიცხვების წარმოება

 

  უნარ-ჩვევები:                 

  • დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება
  • მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება
  • დროის მართვისა და  პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;        
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარ;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2020 წლის 02ოქტომბერი, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთიტეთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტერი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
მცხეთა ,  სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/09/2020
ბოლო ვადა: 17/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: