ბუღალტერი მცხეთაში

ლიდერფუდი

კომპანია „ლიდერფუდი“ 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. 2017 წლის შემოდგომიდან წარმოება განაგრძო ახალ საწარმოში, რომლის სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს და მდებარეობს მცხეთაში. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.

 

ხორცპროდუქტების კომპანია ,,ლიდერფუდი’’ აცხადებს ვაკანსიას ,,ბუღალტრის’’ პოზიციაზე.

 

თანამდებობრივი ინსტრუქცია

კომპანია: შპს „ლიდერ-ფუდი““

დეპარტამენტი: ფინანსური დეპარტამენტი

დაკავებული თანამდებობა: ბუღალტერი

უშუალო ხელმძღვანელი: ფინანსური დირექტორი

სამუშაო ადგილი (ქალაქი, მისამართი): მცხეთა , სამხედროს ქ.73

 

მოვალეობები და ფუნქციები

თანამდებობის აღწერა:

  • კომპანიის ფინანსების და მიმდინარე ხარჯების მართვა

ძირითადი მოვალეობა:

  • დებიტორების და კრედიტორების ნაშთის კონტროლი;
  • RS.GE-ზე მუშაობა; საგადასახადო ბარათის კონტროლი, საკასო აპარატის ფისკალური მაჩვენებლების კონტროლი და შედარება RS-ის და APEX-ის პროგრამასთან.
  • ბუღალტრული ნაშთების შედარება, შედარების და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
  • ძირითადი საშუალებების ბარათების შექმნა, გადანაწილება პროგრამაში ობიექტების მიხედვით, ინვენტარიზაციის ჩატარება ძირითადი საშუალების ადგილმდებარეობის დასადგენად;
  • სარემონტო ხარჯების აღრიცხვა, კონტროლი, ფორმა N2–ის მიხედვით ფილიალებისთვის მიკუთვნება. განსაზღვრა ფიქსირებული აქტივია თუ ხარჯი.
  • საიჯარო ხარჯების აღრიცხვა კონტროლი
  • ბუღალტრის მიერ პროგრამაში გატარებული პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება და მის მიერ შესრულებული სხვა სამუშაოს კონტროლი;
  • მენეჯერების მიერ შესყიდული ზედნადებების ყოველდღიური კონტროლი APEX-ის პროგრამაში; მენეჯერების მიერ არასწორად გატარებული ზედნადებების შეცდომების აღმოფხვრა;
  • მომწოდებლებისთვის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და დარიცხვა პროგრამაში;
  •  ვადაგასული პროდუქციის ჩამოსაწერად დოკუმენტის RS-ზე ატვირთვა;
  • ყოველთვიურად მიღებული დღგ–ს ანგარიშ-ფაქტურების შედარება ზედნადებებთან და დადასტურება.
  • გასული პერიოდის დოკუმენტების შეტანა მიმდინარე საქმის პარალელურად. 6 თვის გაუტარებელი დოკუმენტაციის პროგრამაში გატარება და ჩამორჩენის აღმოფხვრა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბუღალტრული ანგარიშების მიმდინარე პერიოდთან შესაბამისობაში მოყვანა.
  • ანგარიშვალდებული პირების ნაშთების კონტროლი. გაურკვეველი ნაშთების ისტორიის მოძიება/გასწორება;
  • სხვა მოვალეობების შესრულება რაც შეიძლება უკავშირდებოდეს კომპანიის მთავარი ბუღალტრის ფუნქციებს;

ვალდებულებები:

  • შინაგანაწესის დაცვა;
  • კონფიდენციალურობის დაცვა;
  • სამსახურში დროულად გამოცხადება;
  • სრულყოფილად შესრულება დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების;
  • პრობლემის ხელმძღვანელთან დაფიქსირება;
  • კომპანიის იმიჯის მოფრთხილება;  

უფლებები:

  • პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა;
  • საჭირო ინვენტარის მოთხოვნა;
  • კადრის მოთხოვნა;
  • მისი უფლებამოსილების ფარგლებში განკარგულებების და მითითებების მიცემა;
  • დოკუმენტაციის ხელმოწერით უზრუნველყოფა;  

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ: გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lider-food.ge . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ხორცპროდუქტების კომპანია ,,ლიდერფუდი’’ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.


სრული განაკვეთი
მცხეთა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 18/03/2020
ბოლო ვადა: 15/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: