LOT.ge
ბუღალტერი
კომპანია
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
- კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
- საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
- დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის სფეროში, ფინანსების, აღრიცხვის, აუდიტის მიმართულებით
- აუცილებელია სამშენებლო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების, info-ს ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი უნარები:
- პუნქტუალური, მოწესრიგებული, დისციპლინირებული;
- იდეების სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
- სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
- ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ;
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: ana.gurieli@gmail.com; "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/03/2020
ბოლო ვადა: 10/04/2020