LOT.ge
ბუღალტერი
კავკას პლასტი
კავკას პლასტი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
შპს “კავკას პლასტ”-ის მთავარი მიმართულებაა 20, 25, 32, 40, 50, 63, 75, 90, 110 დიამეტრის ევროპული სტანდარტის ცივი და ცხელი წყლისა და გაზის მაგისტრალური პოლიეთილენის და პოლიპროპილენის მილების და მათი მაკომპლექტებელი ფიტინგების ( სამაგრების, ხუფების , ქუროების,მუხლების და სამკაპების) წარმოების შექმნა, ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად საჭირო პროდუქცის წარმოებისთვის ტექნოლოგიური გადაიარაღება და მომზადება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტრული გატარებების (რეალიზაციის, ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება;
- ყოველდღიურად გამოშვებული პროდუქციის აღწერა და ნედლეულის ჩამოწერა;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- საგადასახადო სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსური/ეკონომიკური მიმართულებით;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- 1C (Balance) სისტემაში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: polymerdistribution1@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 599 552161 დავითი
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 26/11/2020
ბოლო ვადა: 24/12/2020