LOT.ge
ბუღალტერი
იუნირენთ ჰოლდინგი
იუნირენთ ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
- სადაზღვევო კომპანიებთან და საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
- კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა, მართვა და ყოველთვიური რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
- სააღრიცხვო პერიოდის (ფინანსური წლის) დროულად და სწორად დახურვის უზრუნველსაყოფად ვადებში გაწერილი გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების კონტროლი;
- ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ფულადი ნაკადების ანგარიშგების (Cash Flow) კონტროლი;
- გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების განხორციელების უზრუნველყოფა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
- ინსტრუქციებისა და დებულებების შემუშავება სააღრიცხვო პოლიტიკის სულყოფის მიზნით;
- კომპანიის საოპერაციო საქმიანობის ცალკეულ ეტაპებზე შიდა კონტროლის გაუმჯობესება;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება
განათლება:
- უმაღლესი განათლება
აუცილებელი სამუშაო გამოცდილება:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- ბანკებთან საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება;
- ფულადი ნაკადების ანგარიშგების (Cash Flow) კონტროლის გამოცდილება;
უცხო ენები:
- ინგლისური და რუსული ენა
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office ძალიან კარგი
Microsoft Excel ძალიან კარგი
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
- პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი;
- ლიდერული უნარ-ჩვევები;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@unirentcars.com
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 06/08/2020