ბუღალტერი

Hualing Group

„ჰუალინგ ჯგუფი“ წარმოადგენს ჩინეთის უდიდეს კერძო კორპორაციას და საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს. 2007 წლიდან დღემდე ,,ჰუალინგ ჯგუფმა’’ არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა, მათ შორის არის: ,,თბილისის ზღვის ახალი ქალაქი’’, რომელიც მოიცავს ,,ჰუალინგ პლაზას’’, დეველოპერულ პროექტებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმტოს ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი’’ და სხვა. გარდა ამისა, კომპანიის მსხვილ პროექტებს შორისაა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქუთაისში, ხე-ტყის დამზადება და ბაზისბანკი. 2014 წელს ,,ჰუალინგ ჯგუფი’’ საქართველოში ტოპ უცხოურ ინვესტორად დასახელდა. 

 „ჰუალინგ ჯგუფის“ წევრი კომპანია „Hualing International Special  Economic Zone“ აცხადებს  ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. 

 

ზოგადი საქმიანობა

  • კომპანიის ბუღალტერი აანალიზებს და ამოწმებს ფინანსურ და ბუღალტრულ ანგარიშებსა და ჩანაწერებს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან
  • ახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს
  • ადგენს ფინანსურ ანგარიშგებას, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსურ დოკუმენტაციას გარე და შიდა მომხმარებლებისათვის

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიული საბუღალტრო საქმიანობა - საბუღალტრო ოპერაციების დამუშავება-გატარება
  • საგადასახადო პორტალზე მუშაობა
  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა
  • სააღრიცხვო მონაცემთა ბაზის შექმნა
  • შიდა მოხმარების მიზნით (ოპერატიული მართვისათვის) ანგარიშგების მომზადება-წარდგენა
  • სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
  • საბანკო ოპერაციების წარმოება
  • გარე მომხმარებლებისათვის ფინანსური ინფორმაციის წარდგენა
  • სასასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ბუღალტრული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება
  • სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, ბუღალტრული საქმიანობები

 

საჭირო ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
  • ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება არა ნაკლებ 3 წლის გამოცდილება
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • ბუღალტრული ძირითადი პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა
  • ორგანიზებული და დისციპლინირებული
  • პუნქტუალური
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ინფორმაციის სწრაფად გადამუშავების უნარი
  • აკურატული

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე:  hr@hualing.ge 2020 წლის 8 აგვისტომდე. გთხოვთ  სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • შერჩევა მიღებული განაცხადებისა და რეზიუმეების საფუძველზე
  • გასაუბრება / ტესტირება შერჩეულ კანდიდატებთან

 

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/07/2020
ბოლო ვადა: 08/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: