ბუღალტერი

ბესკო

სამშენებლო კომპანია "ბესკო" აცხადებს პოზიციას ბუღალტრის თანამდებობაზე. სამშენებლო კომპანია "ბესკო", ფუნქციონირებს 2000 წლიდან და ძირითადი მიმართულებაა სამოქალაქო და ინფრასტრუქტურული მშენებლობა სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი) არა სამუშაო დროს დისტანციურად უნდა შეძლოს საგადასახადო ზედნადებების მომზადება ** ანაზღაურება: 700-1300 ლარი ხელზე ** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე ** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე, ანაზღაურება 700 ლარი, ** საგამოცდო პერიოდის შემდეგ: 1000-1300 ლარამდე ძირითადი მოვალეობები: ** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ელექტრონული ფორმით წარდგენა; ** ყოველთვიური ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი; ** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა; ** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი; ** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; ** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების/კრედიტორების კონტროლი; ** სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება; ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით); ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სამშენებლო სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად ** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; (სუპერფინი) ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი; ** კონფიდენციალობის დაცვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ პირად მეილზე (irakli.ba@gmail.com) გამოაგზავნოთ თქვენი CV და მიუთითეთ ფეისბუქის ან LinkedIn ის პროფილის ბმული. Subject-ის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ "ბუღალტერი". ბოლო ვადა 24.07.2020.

700 1300 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/06/2020
ბოლო ვადა: 24/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: