ბუღალტერი

არქი

კომპანია „არქი“ წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, არქი ითვლის 20 დასრულებულ პროექტს და 20 მიმდინარე მშენებლობას საქართველოში.

 

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში.

 

კომპანია „არქი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

 

არქიში დასაქმებული ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის, სტრუქტურის და ანგარიშთა გეგმის
  • მომზადება
  • თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკური საშუალებების გამოყენების საფუძველზე
  • საბუღალტრო აღრიცხვის პროგრესული ფორმებისა და მეთოდების შემუშავება და
  • დანერგვა
  • საგადასახადო ანგარიშგებების სწორად და დროულად მომზადება და
  • ხელმძღვანელების, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების
  • უშეცდომო, სანდო საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა
  • ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი
  • დადგენილ ვადებში დეკლარირება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
  • მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით
  • სასურველია, მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება
  • ორისში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა
  • Ms Excel მაღალ დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია, ACCA სერტიფიკატი (სასურველია, სრული კურსი)
  • IFRS სტანდარტების ცოდნა
  • სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა

 

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად - ტესტირება და გასაუბრება.

 

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@archi.ge . აპლიკანტთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 29 მაისი.

 

გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას არქი ჯგუფის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/05/2020
ბოლო ვადა: 30/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: