ბუღალტერი

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა

შ.პ.ს. „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

 

ბუღალტრის ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტების ხელშეკრულებებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • RS.ge-ზე ყოველდღიური მუშაობა;
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის  დამუშავება და კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად პროგრამაში გატარება;
  • ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და ელექტრონული დაარქივება;
  • პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა, შედარების აქტების გაფორმება;
  • სახარჯი მასალებისა და მატერიალური ფასეულობების ნაშთების ყოველთვიური კონტროლი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი  განათლება; 
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; 
  • ბუღალტრული და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და აღნიშნულ პროგრამებში მუშაობის  გამოცდილება. (სასურველია EXCEL-ს მაღალ დონეზე ცოდნა); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;  
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, სასურველია; 

                                                                                                                                                                       

პიროვნული უნარ–ჩვევები:

  • ორგანიზებულობა
  • გუნდურობა                                                                                                                             
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა                                                                             
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი                                                 
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  მოგვაწოდოთ CV   ფოტოსურათით, 25 მაისამდე​  შემდეგ საფოსტო მისამართზე: Sveta.Sloeva@Bochorishvili.ge

  შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/05/2020
ბოლო ვადა: 27/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: