ბრენდ მენეჯერი/სტაჟირება

ევროპროდუქტი

კომპანია ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Heidi, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის "ევროპროდუქტის" გახსნა თბილისსა და რეგიონებში. შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს სტაჟირებას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: 6 საათი დღის განმავლობაში ხანგრძლივობა: 6 თვე ანაზღაურება: 400 ლარი ჩვენ გასწავლით: ** როგორ ხორციელდება ბაზრის კვლევა და ანალიზი; ** ბრენდზე მუშაობას ყველა ასპექტში; ** გაყიდვების ანალიზს. გეგმების შედგენასა და მონიტორინგს; ** მარაგების მართვას, კერძოდ - ნაშთების კონტროლის მექანიზმებს, დეფიციტური და ჭარბი ნაშთის ანალიზს, მოკლევადიანი პროდუქციის, მარაგის ოპტიმალური შენახვის პერიოდისა და ბუფერული მარაგების კონტროლს; ** რეალიზაციისა და შესყიდვების გეგმების კონტროლს; ** პარტნიორებთან და პარტნიორებთან სწორ კომუნიკაციას, მოლაპარაკებების სწორად წარმართვას და შედეგად დადებული ხელშეკრულებების გაფორმებას / განახლებას; ** მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენასა და მართვას; ** პრომო აქციების დაგეგმვასა და მართვას. სტაჟიორი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით: განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, ან მომიჯნავე დარგებში; ** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი); ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. სხვა მოთხოვნები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** ორგანიზებულობა, საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა; ** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი; ** პრეზენტაციის უნარი. დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ მისამართზე: hr@europroduct.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!

400 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 04/06/2020
ბოლო ვადა: 03/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: