ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის წყალმომარაგების სარეზერვუარო მეურნეობის რეაბილიტაციაზე

CENN

CENN აცხადებს ტენდერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის წყალმომარაგების სარეზერვუარო მეურნეობის რეაბილიტაციაზე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), CENN-ის, ევროკავშირისა და New World Program-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და ,,WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს, კერძოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის წყალმომარაგების სარეზერვუარო მეურნეობის რეაბილიტაციაზე, რომელიც გულისხმობს წყალმომარაგების არსებული რეზერვუარისთვის საქლორატოროსა და ელექტრომაგნიტური წყალმზომის მოწყობას, საპირფარეშოს მშენებლობას, ღობის საძირკვლის ნარჩენების დემონტაჟს, ახლის მოწყობასა და არსებული სადარაჯო ჯიხურის რეკონსტრუქციას.

 

დეტალური ინფორმაცია გამოცხადებულ ტენდერზე შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: CENN_Rachisubani Renovation Service Tender_200707  

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ 2020 წლის 21 ივლისის ჩათვლით (18:00 საათი)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vakho.kochoradze@cenn.org

 

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: ვახტანგ ქოჩორაძე ტელ: +995 32 275 19 03 / 04 მობ: +995 599 25 76 94 ელ-ფოსტა: vakho.kochoradze@cenn.org

ვებ-გვერდი: http://www.cenn.org   


სრული განაკვეთი
ბოლნისი ,  სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 21/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: