ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის დეკანი

თბილისის თავისუფალი აკადემია

თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს  ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად. 

 

სამუშაო განაკვეთი: სრული 

 

საშტატო რაოდენობა: 1. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

განათლება - უმაღლესი  

ზოგადი უნარები: 

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; 
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ერთ-ერთი უცხოური ენის ცოდნა (სასურველია); 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 

 

შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: 

  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;  
  • ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები. 

 

გამოცდილება: საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება; 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო საქმიანობის ეფექტურად მიმდინარეობას; 
  • შეიმუშავებს და სკოლის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამებს,  სკოლის დებულებას; 
  • თავმჯდომარეობს სკოლის საბჭოს სხდომებს; 
  • ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს სასწავლო წლის/სემესტრის დასაგეგმად: განსაზღვრავს აკადემიური პერსონალის სასწავლო დატვირთვებს, საშტატო ერთეულების შესაბამისად, მოსაწვევ პერსონალს; 
  • შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირების თაობაზე წინადადებებს; 
  • ამზადებს სალექციო, შუალედური და დასკვნითი გამოცდების ცხრილებს; 
  • უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზებას და სტუდენტთა მოსწრების მონიტორინგს; 
  • ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურს აწვდის ინფორმაციას  მოწვეული პერსონალის მიერ  სემესტრის განმავლობაში ჩატარებული საათების რაოდენობის შესახებ; 
  • უზრუნველყოფს დიპლომების მომზადებას კურსდამთავრებულთათვის გასაცემად. ამზადებს დიპლომების დანართებს;  
  • უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად საკონსულტაციო მომსახურების გაწევას; 
  • ახორციელებს ამ დებულებითა და სკოლის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 
  • სკოლის საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება სკოლის  დებულებით. 

 

წარმოსადგენი დოკუმენტების  ნუსხა: 

  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე; 
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
  • ფოტოსურათი CD დისკთან ერთად.. 

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება (გასაუბრება ჩატარდება მითითებულ მისამართზე ან დისტანციურად). 

 

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2020  წლის 26 ოქტომბრიდან   2020 წლის  9 ნოემბრის   ჩათვლით. 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@freeacademy.edu.ge;    tea.tulashvili@freeacademy.edu.ge 

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 2 36 91 60 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 27/10/2020
ბოლო ვადა: 10/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: