ბიზნეს პროცესების სპეციალისტი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ ფუნქციონირებს 2015 წლიდან, წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციას და აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის განვითარებაზე. ასოციაცია აერთიანებს საქართველოს ბაზარზე მოქმედ სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების მწარმოებელ/დისტრიბუტორ, მძიმე ტექნიკის დისტრიბუტორ, ინსპექტირების/საექსპერტო საქმიანობის განმახორციელებელ, ფინანსურ, სადაზღვევო ინსიტუტსა და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მხარი დაუჭირონ ასოციაციის საქმიანობას.

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - „ჯი არ სი“ აცხადებს ბიზნეს პროცესების სპეციალისტის ვაკანსიას. შპს „ჯი არ სი“ – სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და უკვე 15 წელია რაც ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში. „ჯი არ სი“-ს ძირითადი მიმართულებებია: გადახურვის მასალები, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები, ხანძარმედეგი ქვაბამბის სენდვიჩპანელი – ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც აქვს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისობის სერტიფიკატი მთელ რეგიონში, დამათბუნებელი და ჰიდროსაიზოლაციო მასალები, სტრუქტურილი რკინა, სამშენებლო ქიმია, თაბაშირმუყაო, აქსესუარები და სხვა.

 

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კომპანიის სათაო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო საათები: 09:00 – 18:00

 

ბიზნეს პროცესების სპეციალისტის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • გამოცდილება პროცესების მიმართულებით (სასურველია ანალოგიური მიმართულებით);
  • უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას საწარმოო პროცესების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა (ADVANCED)
  • რუსული ენის ცოდნა (ADVANCED)
  • Word, Excel, PowerPoint - ის სრულყოფილი ცოდნა;

 

ბიზნეს პროცესების სპეციალისტის საქმიანობის აღწერა:

  • კომპანიაში ბიზნეს პროცესების აღწერა, რისკების იდენტიფიცირება და ოპტიმიზაცია;
  • კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, დაკვირვება, დამუშავება და პრობლემების იდენტიფიცირება;
  • ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით ახალი/განახლებული ბიზნეს პროცესების მოდელირება, მათი შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან;
  • შემუშავებული ბიზნეს პროცესების აღწერილობის კომიტეტზე წარდგენა;
  • შემუშავებული/შესამუშავებელი შიდა რეგულაციების რეესტრის წარმოება;
  • ტექნოლოგიურ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის ფარგლებში შიდა რეგულაციის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • პროცესში ჩართულ მხარეებთან ერთად და უკუკავშირიდან გამომდინარე დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@grc.ge

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში იმ ვაკანსიის დასახელების მითითება, რომელზეც აგზავნით CV-ის: ბიზნეს პროცესების სპეციალისტი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 24 ნოემბერი, 2020 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/10/2020
ბოლო ვადა: 08/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: