ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი/SME ბანკირი

პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი (SME ბანკირი) პოზიციაზე:

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

 

სამუშაოს აღწერა:

  • პოტენციური SME კლიენტების მოზიდვა;
  • კლიენტისთვის საბანკო მომსახურებასთან და პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და პროდუქტების შეთავაზება;
  • საბანკო მომსახურების და პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
  • დადგენილი გეგმის შესრულება;
  • ბიზნეს პორტფელის შექმნა, ზრდის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
  • კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • კლიენტის სოციალური და ფინანსური ანალიზის ჩატარება;
  • საკრედიტო განაცხადის დამუშავება, რეზიუმეს მომზადება, კომიტეტზე წარდგენა, კომიტეტში მონაწილეობის მიღება ხმის უფლებით;
  • ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (>B2) ;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

 

პიროვნული თვისებები:

  • მოტივირებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • კონსულტაციის გაწევის და კლიენტის დარწმუნების უნარი;

 

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით გაგზავნე CV ღილაკის მეშვეობით.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/07/2020
ბოლო ვადა: 27/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: