ბიზნეს გეგმების სპეციალისტი

ცერცვაძე და კომპანია

აუდიტორული კომპანია შპს ,,ცერცვაძე და კომპანია“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს გეგმების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობა:

  • ბიზნეს გეგმების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • აუცილებელია მარკეტინგის, მენეჯმენტის და ფინანსების საბაზისო ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ კარგი თეორიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება ფინანსების მიმართულებით;
  • აუცილებელია ბიზნეს გეგმის მომზადების გამოცდილება;

 

საჭირო უნარები:

  • Microsoft Excel-ის ცოდნა;
  • გამართულად წერის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პროექტის მართვის ორგანიზების უნარი.

 

შერჩევის პირველ ეტაპზე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ მომზადებული ბიზნეს გეგმების სახელწოდებები ამ პროექტების მიხედვით ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო ფულადი რესურსების ოდენობის მითითებით.

შერჩევის მეორე ეტაპზე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ მომზადებული ბიზნეს გეგმის ნიმუში .

ხელფასი გამომუშავებით, თავისუფალი სამუშაო გრაფიკი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: hr.tsertsvadze@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “ბიზნეს გეგმების სპეციალისტი”.

 

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 07/04/2020
ბოლო ვადა: 21/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: