ბიზნეს განვითარების სპეციალისტი

ჯი ენ ელ

შპს „ჯი ენ ელ“ სავაჭრო ნიშნით LOTTO.GE აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე (თბილისი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი).

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • დინამიკურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში;
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

 

განაკვეთი: სრული

მდებარეობა: თბილისი

 

მოვალეობები:

  • პროდუქციის მახასიათებლების და სადისტრიბუციო ქსელის ზედმიწევნით ცოდნა;
  • კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება;
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი;
  • შეკვეთების აღება და თანხის დროულად ამოღება;
  • პრომო ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
  • ბიზნეს გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • ობიექტებზე არსებული პროდუქციის ნაშთების გადამოწმება, კონტროლი და მერჩენდაიზინგი;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია;

 

ზოგადი მოთხოვნები:

  • მომხმარებელზე ორიენტურობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცეტრაციის უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@lotto.ge წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ჯი ენ ელ“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

შპს „ჯი ენ ელ“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: lotto.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: