ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი

ლენდაფი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდაფი", რომელიც წარმოდგენილია თბილისსა და საქართველოს 3 რეგიონში, აქტიურად აგრძელებს განვითარებას და მიკროსაფინანსო სექტორში სანდო და ინოვაციური კომპანიის სახელის დამკვიდრებას. "ლენდაფის" მთავარი მიზანი სწრაფი და ინოვაციური სასესხო პროდუქტების შეთავაზებით, მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობების მხარდაჭერა და განვითარებაა. ამასთანავე ორგანიზაციის მთავარი ღირებულება კომპანიაში არსებული ჯანსაღი, სასიამოვნო, თანამშრომლის პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოა. პოზიცია: ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი ადგილმდებარეობა: ქუთაისი პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: სრული; ** ფიქსირებული სახელფასო ანაზღაურება: 800 - 1500 ლარი ** ჯანმრთელობის დაზღვევა. პოზიციის ძირითადი მოვალეობები: ** არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის ორგანიზაციის სასესხო პროდუქტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება/შეთავაზება/დაინტერესება; ** სასესხო განაცხადების და მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი და შეფასება; ** საკრედიტო კომიტეტისათვის სესხის პროექტის წარდგენა და რეკომენდაციის მიცემა; ** სესხის გაცემისთვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა; ** საკრედიტო პორტფელის მართვა (მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნების უზრუნველყოფა, გადახდების მონიტორინგი); ** ვადაგადაცილებულ სესხებზე ეფექტიანი მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის და/ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელური და თავდაჯერებული; ** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული; ** ინფორმაციის წარდგენისა და გადაცემის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სამუშაოს ორგანიზების უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lendup.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

800 1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/09/2020
ბოლო ვადა: 17/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: