ბიზნეს ანალიტიკოსი

კრედო ბანკი

დამსაქმებელი:               სს „კრედო ბანკი“

თანამდებობა:                 ბიზნეს ანალიტიკოსი

სამუშაო ადგილი:          თბილისი, სათავო ოფისი

 

სს „კრედო ბანკი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
  • პროფესიულ ტრენინგებს;

 

 

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

  • ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიკაცია და გაანალიზება.
  • არსებული პროცესების/სისტემების განხილვა და მათ გაუმჯობესებაზე მუშაობა
  • პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის გაანალიზება;
  • პროექტის ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტის მომზადება;
  • დეველოპმენტის ანალიტიკური მხარდაჭერა, ალგორითმების შემუშავება;
  • პროგრამული გადაწყვეტილების ფუნქციონალური ტესტირების მხარდაჭერა და შედეგების ანალიზში მონაწილეობა;
  • პოლიტიკებისა და სტანდარტების მომზადება/შეცვლა, პასუხისმგებლობის ფარგლებში;
  • რეპორტებისა და სტატუსების მომზადება, თითოეულ პროექტზე, რომლისთვისაც გაწეულია მხარდაჭერა;

 

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, ბიზნესის ანალიტიკოსის ან/და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ქართულ და ინგლისური ენების ცოდნა, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი.
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • ორგანიზაციული სტრუქტურის კარგი ცოდნა (საოპერაციო, ფინანსები, IT და ა.შ.);
  • ადმინისტრაციული და ანალიტიკური უნარები;
  • სიახლის, ინოვაციების მარტივად მიღების უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული, შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით მივლინებების შესაძლებლობა;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ქართულ, ან ინგლისურ ენაზე, პოზიციის სახელწოდების მითითებით, ელექტრონულ მისამართზე: CV@credo.ge 2020 წლის 13 მაისის ჩათვლით.

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 01/05/2020
ბოლო ვადა: 15/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: