ბავშვთა გასართობი ცენტრის გენერალური მენეჯერი

სითი მოლი საბურთალო

„სითი მოლი საბურთალო“ აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა გასართობი ცენტრის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დარბაზში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული ადამიანების მართვა. მათთვის სამუშაო განრიგის შერჩევა;
  • კომპანიისათვის აუცილებელი ძირითადი ინდიკატორების განსაზღვრა, ყოველთვიური გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, შემოსავლების კონტროლი, ყოველდღიური, კვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი კომპანიის დირექტორთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება სეზონური კალენდრის მიხედვით;
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება, აქციებსა და ფასდაკლებებზე მუშაობა;
  • სალაროსა და შემოსავლების მართვა;
  • დაბადების დღის ცენტრისათვის შესაბამისი საფასო პოლიტიკისა და პაკეტების გაწერა და აღსრულება;
  • ცენტრის ოპერირების ფარგლებში საჭირო რეზერვაციების პროცესის მართვა;
  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი;
  • ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
  • ტექნიკურ დეპარტამენტთან თანამშრომლობა, აპარატურისა და ატრაქციონების გამართულობის მუდმივი კონტროლისათვის.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე;
  • იმავე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • სწრაფ და აქტიურ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • ექსელისა და მაიკროსოფტის სხვა პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

 

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლიანობა
  • კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კრიტიკული სიტუაციების მართვა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

 

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე - info@igdevelopment.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენ სახელსა და გვართან ერთად.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/03/2020
ბოლო ვადა: 10/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: