ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის“ ექსპრეს ტრეინინგ-კურსზე+სერთიფიკატი

ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC

სათაური:  აქცია!-,,ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის  ტრეინინგ-კურსზე!“-130ლარი!

„ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი I T C“  გთავაზობთ  აქციას: „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის“ ექსპრეს ტრეინინგ-კურსზე+სერთიფიკატი

 

მიმდინარე აქციით ტრეინინგ-კურსზე 400ლარის ნაცვლად  გადაიხდით  130ლარს!

  • დისტანციური კურსი დაიწყება  25-ივნისიდან და ლექციების დრო განისაზღვრება მსმენელებთან შეათანხმებით!
  • არადისტანციური კურსი დაიწყება 4-ივლისიდან და ჩატარდება შაბათ-კვირას 14სთ.30წთ.ზე
  • სრული კურსის მოიცავს  10საათს და გადანაწილდება დღეში 2-სთ. -იანი ლექციებით.
  • თითოეულ მსმენელს #უფასოდ გადაეცემა  ტრეინინგ-კურსის ფარგლებში შემუშავებული პროგრამის  მასალები, როგორც ბეჭდური სახით ისე  ელექტრონულად!
  • ტრეინინგ-კურსის საფასური 130ლარი!
  • იმისათვის, რომ ისარგებლოთ მიმდინარე აქციით  22- ივნისის ჩათვლით უნდა მოახდინოთ  განაცხადის შევსება!
  • მსმენელს აქვს შესაძლებლობა  სურვილის მიხედვით- კურსის დასრულების შემდგომ შემაჯამებელი ტესტირების  საფუზველზე აიღოს სერთიფიკატი! (ტესტირებაზე მონაწილეობის და სერთიფიკატის საფასური 20ლარი)
  • ITC- ტრეინინგ ცენტრი გასცემს ორ ენოვან ლიცენზირებულ სერთიფიკატს!!! რომელიც აპრობირებულია, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში!

 

 

კურსს წარუძღვება: ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი თბილისის ღია უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახილის სახელმწიფო უნივერსიტეტში - თეონა ნუცუბიძე.

  •  „I T C“ - ტრეინინგ ცენტრი  უკვე წლებია აპრობირებულია და გამოირჩევა ინოვაციური და პროფესიონალური ტრეინინგ-კურსებით!
  • „I T C“ - ტრეინინგ ცენტრის სასწავლო პროგრამებს ხელმძღვანელობენ  პროფესიონალი პროფესორ-მასწავლბელები.
  • „I T C“  ორიენტირებულია ინოვაციურ სასწავლო პროგრამებზე;
  • ,I T C“  -ის კურსებით და ცენტრში მიღებული ცოდნით  დასაქმებული არიან მსმენელები  სხვადასხვა სფეროში და როგორც საჯარო ისე კერძო სტრუქტურაში!
  • „I T C“  გამოირჩევა  საუკეთესო სასწავლო გარემოთი და მორგებულია მსმენელის მოთხოვნებს.
  • ტრეინინგ-კურსი ეფუძნება უახლეს კვლევებს და მეთოდებს!

 

ტრეინინგზე თეორიულ საკითხებთან ერთად განიხილება კონკრეტული პრაქტიკული ქეისები და დავალებები.

 

 

კურსი არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას და განკუთვნილია: მასწავლებლებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, სოც.მუშაკებისთვის, ექიმებისთვის და ნებისმიერი დაინტერსებული მსმენელისთვის!

წინამდებარე სასწავლო მოდული შესაძლებლობას მისცემს  მსმენელს გაეცნონ ბავშვის/მოზარდის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და დაინახონ რა ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები განსაზღვრავენ პრობლემურ ქცევას, ასევე  როგორია  მოზარდის მე-იდენტობის ფორმირების პროცესში, განხილული იქნება მოზარდის ფსიქოსოციალური და მორალური განვითარების თავისებურებები, განვითარების  დარღვევის რამდენიმე ფორმა. მსმენელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ საუკეთესო გამოცდილებას, თეორიულ მიდგომებს  და გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რომლებსაც  ექსპერტები აწყდებიან არასრულწლოვნებთან მუშაობისას, იქნება ეს  მათთან კომუნიკაცია თუ  მათი  ასაკობრივი თავისებურებების, მოთხოვნილებებისა და მოტივების სწორად აღქმა და გაზრება.

            საკითხისადმი  ამდაგვარი - სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავინახოთ  მოზარდის მიერ ჩადენილი არასასურველი ქცევა, არა როგორც ერთი კონკრეტული ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, არამედ  გავიაზროთ და დავინახოთ სრული  სოციალური და ფსიქოლოგიური კონტექსტი, რაც საბოლოოდ  ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებაში დაგვეხმარება

 

კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:

ბავშვის ინტელექტუალური ასაკობრივი განვითარების თავისებურებები: შემეცნებითი/ კოგნიტური განვითარების თეორიები; ჟ. პიაჟეს „ინტელექტუალური განვითარების თეორია.“

  • ჩვილი ბავშვის კოგნიტური განვითარების თავისებურებები;
  • ადრეული ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის კოგნიტური განვითარების თავისებურებები.
  • ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი  კატეგორიისათვის დამახასიათებელი შემეცნებითი თავისებურებების გამოყენება სწავლა- განვითარების პროცესში.

 

ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარების კანონზომიერებები:

  • ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;  ე. ერიქსონის „პიროვნების განვითარების ფსიქო- სოციალური თეორია.“
  • ჩვილი ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • ადრეული ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები.
  • ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის დამახასიათებელი სოციალური და ფსიქოლოგიური/ ემოციური მახასიათებლების პრაქტიკული თვალით დანახვა და ბავშვის განვითარების პროცესში ხელშემწყობი მექანიზმების გააზრება.

 

აღზრდა და კომუნიკაცია: სოციალური გარემოს როლი ბავშვის ზრდა- განვითარების, მისი დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში:

  • სოციალური დასწავლის თეორიები; ქცევითი თეორია- ბიჰევიორიზმი.
  • პოზიტიური განმტკიცების, ნეგატიური განმტკიცების, პოზიტიური დასჯის, ნეგატიური დასჯის მექანიზმები; მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები; პრემარკის პრინციპი და მისი გამოყენების დადებითი შედეგები.
  • განმამტკიცებელი და ავერსიული სტიმულები, როგორც ხელშემწყობი ან/ და ხელის შემშლელი ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში;
  • ეფექტური და არაეფექტური სტრატეგიები; მათი ეფექტურობის/ არაეფექტურობის დასაბუთება.
  • სტრატეგიების პრაქტიკული გამოყენება.
  • განსხვავებული სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპები;
  • რეკომენდაციები მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბავშვთან ეფექტური მუშაობითა და კომუნიკაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.

 

როგორ ვიქცევით ბავშვის თანდასწრებით?! მოზრდილი ადამიანის ქცევა, როგორც მაგალითი ბავშვის შემდგომი ქცევისათვის.

  • მოდელირებით სწავლა. ა. ბანდურას „სოციალურ- კოგნიტური თეორია“.
  • მოდელირებით სწავლის სპეციფიკა;
  • მიბაძვით სწავლის საფეხურები;
  • მიბაძვით სწავლის ფაქტორები;
  • მიბაძვა, როგორც სწავლის წამყვანი ფორმა ბავშვებისათვის.
  • პიროვნული ფაქტორები: თვითეფექტიანობა და თვითრეგულაცია.
  • თვითეფექტიანობის რაობა და მისი მნიშვნელობა სწავლა- სწავლების პროცესში;
  • თვითრეგულაცია და თვითრეგულაციის მექანიზმები.

 

მოზარდობა- გარდამვალი ასაკი.

  • მოზარდობა, როგორც მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი.
  • მოზარდობის ხანის ქრონოლოგიური ასაკის განსაზღვრა;
  • მოზარდისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, როგორც სირთულე თუ “ლეგიტიმური”ასაკობრივი თავისებურება?!
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათებელი ზოგადი ასაკობრივი თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის სხეულებრივი/ ფიზიკური და მოტორული ცვლილებები;
  • მოზარდობის ხანის ფსიქოლოგიური თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათბელი კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია.
  • პიროვნული სფეროს განვითარება.
  • თვიშეფასება და თვითკონცეფცია;
  • ურთიერთსაწინაღმდეგო თავისებურებები და მათი გამოვლენის ფორმები.

 

ტრეინინგის მსვლელობისას თითოეული მსმენელი მიიღებს რჩევებს და მითითებებს  ინდივიდუალურად თავიანთი პროფესიიდან და საქმიანობიდან  გამომდინარე.

ტრეინინგ-კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად მიყევით ბმულს ან ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნით თქვენს მონაცემებს( სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და სათაურის ზოლში მიუთითებთ კურსის დასახელებას)   

  • მსმენელს აქვს შესაძლებლობა  სურვილის მიხედვით- კურსის დასრულების შემდგომ აიღოს ორ-ენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი ტესტირების(რომელიც მოიცავს ტრეინინგზე განხილული თემების შეჯამებას)  საფუძველზე.
  • ტესტირებაზე რეგისტრაციის და სერთიფიკატის საფასური შეადგენს  20-ლარს.

 

იმისათვის რომ ისარგებლოთ  მიმდინარე აქციით - აუცილებელია  განაცხადის შევსება მითითებულ ბმულზე და უნდა მოახდინოთ ნაწილი თანხის (25 ან 30ლარის)  ანგარიშსწორება 22-ივნისამდე, რათა თქვენი განაცხადი გააქტიურდეს აღნიშნულ კურსზე,  ხოლო დანარჩენს გადაიხდით ტრეინინგის დაწყების დროს.

  • თანხის ანაგრისწორება უნდა მოახდინოთ საბანკო ანგარიშზე:
  • ს.ს. „თიბისიბანკი“ ,     ა/ა GE 50TB7841336080100003,   მიმღებიშპს „ინოვაციურიტრეინინგცენტრი ITC“  
  • ს.ს. „საქართველოსბანკი“ , ა/ა GE03BG0000000725061400,
  • მიმღები: შპს „ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი“ 

იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია!

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 555  005  201 ; (+995 32) 2 30 71 30;   +995 599 38 48 57                         

ელ-ფოსტა : innovativetrainingcenter@gmail.com

F-გვერდი: Innovative Training Center  https://www.facebook.com/Innovative-Training-Center-317905621686321/

მის.: პეკინისგამზ.19,II -სადარბაზო,  II-სართული


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/06/2020
ბოლო ვადა: 11/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: