ავტოსამრეცხაოს მენეჯერი

GT Motors

შპს „ჯი-თი მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას  ავტოსამრეცხაოს მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია „ჯი-თი მოტორს“-ი წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155;

სამუშაო განაკევითი: კვირაში 6 დღე (10:00სთ. - 18:00სთ. დასვენების დღე კვირა); 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლის ხარიხსიანი და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის ინფორმირება ავტოსამრეცხაოს მომსახურებების შესახებ (არსებობის შემთხვევაში მიმდინარე აქციბის შესახებ);
  • მომხმარებლისთვის საჭირო დროის განსაზღვრა, ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებელთა რიგის მართვა, მოლოდინის დროის განსაზღვრა და ოპტიმალური კოორდინაცია;
  • სამუშაო პროცესისთვის საჭირო აღჭრურვილობის, ქიმიური საშუალებების, სპეც-ფორმისა და აქსესუარების ზედამხედველობა, მოვლა-პატრონობა და ინვენტარიზაცია;
  • სახარჯი მასალების კონტროლი (ჩამოწერა, შეკვეთების გაკეთება, დასაწყობება და ა.შ.);
  • მომხმარებლის ავტომობილისა და მასში განთავსებული პირადი ნივთების მოფრთხილება და მეთვალყურეობის უზრუნველყოფა;
  • სამრეცხაოს პერსონალის დისციპლინის კონტროლი;
  • სამუშაოების შესრულების დროის და ხარისხის კონტროლი;
  • მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი თანხის გადახდის კონტროლი;
  • მომხმარებელთა ოპტიმალური მიღების დაგეგმვის მიზნით ჯი-თი მოტორსის მიმღებ დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების კონტროლი;
  • ავტოსამრეცხაოს ტერიტორიის სისუფთავეზე ზრუნვა და კონტროლი;
  • ავტოსამრეცხაოს თანამშრომელთა შორის სამუშაოების ოპტიმალური გადანაწილება დღის განმავლობაში;
  • ავტოსამრეცხაოს თანამშრომელთა ხელფასეების დაანგარიშება ყოველთვიურად გაწეული მომსახურების მიხედვით;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

 

აუცილებელი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
  • მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა სავალდებულოა;

 

პიროვნული თვისებები

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
  • დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით  მისამართზე vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 18/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: