ავტოჟურნალისტი

კომპანია

ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში მოღვაწე კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტოჟურნალისტის პოზიციაზე.

ვიწვევთ დაინტერესებულ, მოტივირებულ, კრეატიულ და ენერგიულ კანდიდატებს დინამიურად განვითარებად, სტაბილურ კომპანიაში სამუშაოდ.

 

ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ, მეგობრულ სამუშაო ატმოსფეროს, მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში გამოწვევებით სავსე გარემოში მუშაობას, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს:

  • სამედიცინო დაზღვევა;
  • ულიმიტო სატელეფონო პაკეტი;
  • კვება;
  • FitPass

 

სამუშაო განაკვეთი: სრული/სტანდარტული

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 -19:00 საათი

ანაზღაურება: ფიქსირებული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საინფორმაციო და ტექსტურ მასალებთან მუშაობა - ავტომობილების ტექნიკური მონაცემებისა და მახასიათებლების შესახებ ინტერვიუების, ნიუსებისა და სტატიების მომზადება, თარგმნა, რედაქტირება და საიტზე განთავსება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
  • პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა;
  • სასურველია სპორტის სხვადასხვა სახეობების ცოდნა, აქცენტირებულად ავტოსპორტის მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • გამართულად კომუნიკაციისა და წერის, აზრის გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
  • სოციალური მედიის ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მჭიდრო დედლაინებთან მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: staffrecruitmentgeo@gmail.com  არა უგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა.  გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 01/05/2020
ბოლო ვადა: 15/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: