ავტობუსის მძღოლი

PepsiCo

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მესამე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2020 ევროპასა და საქართველოში.

 

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ავტობუსის მძღოლის თანამდებობაზე.

 

დასაქმების ტიპი: დროებითი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა კომპანიის კუთვნილი ავტოტრანსპორტის საშუალებით
  • კომპანიის პოლიტიკის ჩარჩოებში ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით ავტომობილის ექსპლოატაციისა და რემონტის საკითხებზე მექანიკოსთან თანამშრომლობა.
  • ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ და ტექნიკური გამართულობაზე ზრუნვა, დროული რეაგირება

 

კანდიდატის პროფილი:

  • აუცილებელია მართვის კატეგორიები B, D
  • 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე
  • ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მართვის გამოცდილება
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა

 

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუვიანეს 4 ოქტომბრისა, 2020 და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/09/2020
ბოლო ვადა: 08/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: