ავტო ლიზინგის მენეჯერი თბილისსა და ბათუმში

თიბისი ლიზინგი

სს „თიბისი ლიზინგი“ უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს „თიბისი ბანკის“ მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

 

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას ავტო ლიზინგის მენეჯერის  პოზიციაზე:

მდებარეობა: ბათუმი, თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტებისათვის კალკულაციის და შეთავაზების მომზადება
  • ავტო-ლიზინგის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება
  • არსებული კლიენტების პორთფელის მონიტორინგი და კონტროლი
  • არსებული ინფორმაციის ასახვა კომპანიის  საინფორმაციო სისტემაში შიდა პროცედურების შესაბამისად;
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი
  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები
  • სამუშაოს სწორად დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი
  • ინგლისური ენა - საბაზისო ცოდნა
  • MS Office-ის  ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

დამატებითი უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 


სრული განაკვეთი
თბილისი ,  ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/04/2021
ბოლო ვადა: 05/05/2021

მსგავსი ვაკანსიები: