ავტო ლიზინგის ანალიტიკოსი

BHL Leasing

ს.ს “ბი ეიჩ ელ ლიზინგი“  აცხადებს ვაკანსიას ავტო ლიზინგის ანალიტიკოსის თანამდებობაზე

 

მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტის მოზიდვა, პირდაპირი მარკეტინგის და სხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით;
  • მომწოდებლებთან და დილერებთან კომუნიკაცია;
  • არსებული სასეხო განაცხადების მიღება და დამუშავება;
  • პოტენციური მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
  • დოკუმენტური და პირდაპირი ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციის სტანდარტულ სალიზინგო განაცხადად გარდაქმნა და მისი წარდგენა განსახილველად;
  • სალიზინგო  განაცხადის ანალიზის და განხილვის პროცესში შეგროვებული დოკუმენტაციის შესაბამისი წესით შენახვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
  • ლიზინგის გაცემის პროცედურაში ჩართულობა;
  • პროცედურით გათვალისწინებული რეპორტების შევსება. 

 

მოთხოვნები:

  • 2  წლიანი გამოცდილება საკრედიტო სფეროში;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან  ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.);
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ფინანსური უწყისების აგებისა და ანალიზის უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

 

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/08/2020
ბოლო ვადა: 27/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: