ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი

ლაზიერი

ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს. ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ  ქართულ ბრენდს,  რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული. შპს „ლაზიერი“ მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate),  კორიანის (DuPont’s Corian®), ნეოლითის (TheSize’s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით.ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის,  კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს.ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

ლაზიერი ეძებს გუნდის ახალ წევრს ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტის (Bazis Woodworker) პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • Bazis Woodworker (3D) პროგრამაში ავეჯის კონსტრუირება;
  • საწარმოო სქემის შემუშავება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ავეჯის სპეციფიკის ცოდნა;
  • ავეჯის კონსტრუირების საფუძვლების ცოდნა;
  • 3D პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება:
    • Autodesk programs, Corel Draw;
    • Bazis woodworker-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ძირითადი პროგრამა); 
  • MS Office-სთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (ძირითადი პროგრამის ინტერფეისი რუსულ ენაზეა).

 

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.  

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: GJangavadze@lazieri.com ან გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობილურზე +995 598 100 759 გიორგი ჯანგავაძე

ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება. ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისსში, ფეიქრების 12. გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 27/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: