ავეჯის ხელოსანი

Dragon Wood

"Dragon Wood" (https://www.facebook.com/dwgeorgia) აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ხელოსნის პოზიციაზე. სამუშაო განრიგი: გამომუშავებით. მოვალეობის/სამუშაოს დეტალური აღწერა: ** საწარმოში ავეჯის აწყობა და ობიექტზე მონტაჟი. ** მიღებული დაჭრილი მასალის დალაგება დაგეგმილი პროექტის ასაწყობად. ** ტექნიკური ნახაზის გარჩევა და მისი მიხედვით ავეჯის აწყობა. ** ტექნიკური ნახაზის მიხედვით ავეჯის მონტაჟი ობიექტზე. ** საწარმოში არსებულ ყველა საჭირო დანადგართან და ხელსაწყოსთან მუშაობა. ** აწყობილი ავეჯის შეფუთვა. ** ობიექტზე მისვლის შემდგომ ავეჯის ჩამოტვირთვა და ობიექტზე ლიფტით, დაბალ სართულზე ან მცირე მანძილზე მიტანა. (აღნიშნული ანაზღაურებადია) ან ზოგიერთ შემთხვევებში აიტანენ მუშები. ** ხელსაწყოების სისუფთავეში ქონა და მოწესრიგებულად დალაგება სამუშაო დღის ბოლოს. ** მუშაობის დროს შინაგანაწესების დაცვა. ** სამუშაო პროცესის დროს ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება ავეჯის დასამზადებლად. ** ხარისხის მუდმივი კონტროლი და სამუშაო პროცესის მიმდინარეობის დროს ანგარიშის ჩაბარება. მოთხოვნები: ** გამოცდილება: აუცილებელია. ** ასაკი: 20-დან 45 წლამდე. ენების ცოდნა: ** ქართული (სრულყოფილად) ** რუსული (სასურველია). თვისებები: ** საკუთარი სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების უნარი; ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** პატიოსნება; ** თავდაჯერებულობა; ** სიტუაციის სწორად შეფასების უნარი; ** დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი. ანაზღაურება: გამომუშავებით. კარგი მუშაობით ხელოსნის საშუალო სტაბილური შემოსავალი შესაძლოა გამოვიდეს 1300-1800 ლარი. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555 269108.

1300 1800 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 22/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: