ავეჯის ამწყობი ოსტატი

ლაზიერი

ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს. ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს „ლაზიერი“ მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont’s Corian®), ნეოლითის (TheSize’s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

 

ლაზიერი ეძებს გუნდის ახალ წევრს ავეჯის ამწყობი ოსტატის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობებია:

  • ნედლეულის საამწყობო უბანზე მიღება, მითვლა, ხარისხის შემოწმება;
  • საამწყობო ოპერაციების შესრულება საწარმოო სქემისა და ნაკეთობის კონსტრუქციული ნახაზის მიხედვით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  • საწარმოო პროცესების ცოდნა;
  • ავეჯის სპეციფიკის ცოდნა;
  • ავეჯის კონსტრუირების (აწყობის) საფუძვლების ცოდნა;
  • ძირითადი ნედლეულის სპეციფიკაციების ცოდნა;
  • უძრავი და მოძრავი მექანიზმების ინსტალაციის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ძირითად საწარმოო დანადგარებთან მუშაობის წარმოდგენის ქონა;
  • სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავეჯის ამწყობის პოზიციაზე;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურობის მაღალი შეგრძნება.

 

ფიქსირებული ანაზღაურება შეადგენს 1500 ლარს და მომდევნო თვიდან თანამშრომელი საბონუსე სქემაში.

 

კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ კითხვებსა და სხვა დეტალებზე საუბარი მოხდება უშუალოდ გასაუბრებაზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Lmelitauri@Lazieri.com

ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება. ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისსში, ფეიქრების 12.

სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - შაბათი 09:00 – 18:30 გ

აიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

· www.Lazieri.com

www.Facebook.com/LazieriGeo

Instagram.com/LazieriGeorgia

1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 29/05/2020
ბოლო ვადა: 26/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: