აუდიტის მენეჯერი

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელსა და პარტნიორს წარმოადგენს "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" (http://www.vig.com), რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ფინანსურ დაცულობასა და სტაბილურობას, თქვენთან ერთად მუდმივად ვიზრუნოთ ცხოვრების გამარტივებასა და სიმშვიდეზე (https://irao.ge/)

 

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას

თანამდებობა: აუდიტის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2020 წელი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველწლიური აუდიტის გეგმის შემუშავება;
  • ბიზნეს რისკების გამოვლენა და შეფასება;
  • საკონტროლო გარემოს ეფექტური ტესტირების შემუშავება;
  • შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობის შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება მათ გასაუმჯობესებლად;
  • აუდიტის პროგრამის შედგენა, აუდიტის ჩატარება, დოკუმენტირება და რეპორტინგი;
  • აუდიტის სრულყოფილი ანგარიშგების მომზადება შემუშავებული ფორმატის შესაბამისად, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია მონაწილე მხარეებთან;
  • აუდიტთან დაკავშირებული მასალებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში (დაზღვევა, ბანკი, მიკროსაფინანსო) ან აუდიტორულ კომპანიაში შიდა აუდიტის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, როგორც წერილობით ასევე ვერბალურად, აუცილებელია;
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: gvantsa.saatashvili@irao.ge ან დარეგიტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 01/10/2020
ბოლო ვადა: 15/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: