არქივარიუსი ქუთაისში

აკადემიკოს ზ.ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი

„ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებს არქივარიუსის ვაკანსიას ქუთაისში 

„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში  

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, ქ.ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა / №85 

 

სამუშაო გრაფიკი: 10:30-დან 17:30-მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მოწესრიგებული დოკუმენტაციის მიღება, მათი სისრულის შემოწმება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება; 
  • მიღებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დასკანერება (წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტების) და საქმეთა შედარება სააღრიცხვო დოკუმენტებთან; 
  • მიღებული დოკუმენტების და საქმეების მოწესრიგება და განლაგება დადგენილი წესით საცავში; 
  • მოთხოვნის შემთხვევაში არქივში არსებული დოკუმენტაციის მიწოდება მიღება-ჩაბარების აქტით; დროებით გაცემული დოკუმენტაციის არქივში დაბრუნების კონტროლი; 
  • სამედიცინო დაწესებულებების დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვა და ანალიზი; 
  • არქივში უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა; 
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც; 
  • პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; 
  • ენერგიულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 

   

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ივნისი, 2020 

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:  

https://evexhospitals.ge/ka/vacancy/arqivariusi---qutaisi/453 

 

ევექსის ჰოსპიტლები   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. 


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 28/05/2020
ბოლო ვადა: 10/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: