LOT.ge
არქივარიუსი
გერმანული ჰოსპიტალი
ს.ს. „გერმანული ჰოსპიტალი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: არქივარიუსი;
მისამართი: თბილისი,მარცხენა სანაპირო,კოსმონავტების 45ა;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
სამუშაოს აღწერა:
- დოკუმენტური მასალების შეგროვებისა და შენახვის უზრუნველყოფა, შესაბამისი წესების დაცვით;
- არქივში დაცული დოკუმენტაციის მონაცემთა ბაზების წარმოების უზრუნველყოფა;
- მასალების დამუშავება, ცნობარის წარმოება, დოკუმენტების აღრიცხვა და დახარისხება;
- არქივში არსებული მასალების ხელმისაწვდომობის გამარტივება;
- მოთხოვნების შესაბამისად, არქივში შენახული დოკუმენტების მოძიება, მათი საჭიროებისამებრ დასკანერება და დროულად მიწოდება;
- საარქივო მასალების დაცვა;
- კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge
და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.
ს.ს. „გერმანული ჰოსპიტალი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/02/2021
ბოლო ვადა: 23/03/2021