არქიტექტორი

აიმაქსგრუპი

საპროექტო-არქიტექტურული  კომპანია „აიმაქს გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.   

 

განაცხადის მიღების თარიღები: 22.02.2021 - 10.03.2021 

მდებარეობა: თბილისი 

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი 

განათლება: ბაკალავრი 

გამოცდილება: 3 წელი  

ელ. ფოსტა: office@imaxgroup.ge  

 

მოვალეობები:  

  • სხვადასხვა ფუნქციის შენობების არქიტექტურული პროექტის შედგენა სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით (ახალი მშენებლობა, არსებული პროექტის კორექტირება, რეკონსტრუქცია)  
  • არქიტექტურის  სამსახურთან ან/და ნებართვის გამცემ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან  პროექტის შეთანხმება და  საჭირო პროცედურების წარმოება (გუნდის დახმარებით)    
  • საჭიროების შემთხვევაში ურბანული კვლევა-დასაბუთების მომზადება.  
  • დამკვეთ(ებ)თან კომუნიკაცია (კომპეტენციის ფარგლებში).  

 

მოთხოვნები:  

  • გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (AutoCAD ან/და ArchiCAD, Adobe Photoshop)  
  • არქიტექტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება  
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე მუშაობის გამოცდილება  
  • დამკვეთებთან ურთიერთობისა და სწორი კომუნიკაციის უნარი   
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა 
  • ენერგიულობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი; 

 

დამატებით:  

  • ისტორიულ ზონებში  ან/და კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.  
  • 3D-max, Lumion და სხვა  პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად   

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო  ჩვენს ელექტრონულ მისამართზე office@imaxgroup.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "არქიტექტორი“.  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/02/2021
ბოლო ვადა: 10/03/2021

მსგავსი ვაკანსიები: