არქიტექტორი

ადლი

სამშენებლო კომპანია „ადლი“ 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, ,მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

შპს „ადლი“ არაერთი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორია. სწორედ ამიტომ, იგი მომხმარებელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს.

კომპანია „ადლი“ ჩართულია ისეთი ცნობილი პროექტების  სამშენებლო სამუშაოებში როგორიცაა: შპს „ტერასა ჯგუფი“, შპს „მეგობრობა“, შპს “ფენიქსი“, „ინოვაციების ცენტრი“, სასტუმრო „თბილისი თაუერი“ და სხვა.

 

სამშენებლო კომპანია „ადლი“ აცხადებს ვაკანსიას - არქიტექტორის ვაკანსიაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • არქიტექტურული პროექტის შედგენა;
  • 3D ვიზუალიზაცია, ფოტო-ვიდეო რენდერების დამუშავება;
  • მუშაობა 41-ე დადგენილების მიხედვით;
  • მუშა ნახაზების შედგენა;
  • კლიენტებისათვის კოსულტაციის გაწევა;
  • პროექტების შეთანხმება მერიასთან;
  • არსებული პროექტების კორექტირება/ ცვლილება;
  • მშენებლობის მიმდინარეობისას არქიტექტურული ზედამხედველობის განხორციელება.;
  • პროექტის წარმოება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით)
  • სამუშაო გამოცდილება სულ მცირე 2 წელი;
  • გრაფიკული პროგრამების  ცოდნა - ( Graphisoft Archicad, Autodesk 3Ds max, Lumion, Adobe Photoshop )
  • საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შესათანხმებლად.
  • ამ სფეროში მოქმედი დადგენილებების, მათ შორის შენობა ნაგებობის უსაფრთხოების წესების ცოდნა;

 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
  • პროექტის შეფასების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ასევე აუცილებელია მეილს დაურთოთ თქვენი პორტფოლიო .

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10 მაისი, 2021 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/04/2021
ბოლო ვადა: 01/05/2021

მსგავსი ვაკანსიები: