LOT.ge
არქიტექტორ-დიზაინერი
კომპანია
კომპანია აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორ-დიზაინერის თანამდებობაზე (გამოსაცდელი ვადით). ფუნქცია-მოვალეობები:
- არქიტექტურული პროექტების შემუშავება/დამუშავება;
- შენობის/ფართის აზომვა და არქიტექტურული ნახაზის შესრულება;
- ინვენტარის ნახაზის შესრულება და 3D მოდელირება;
- დიზაინის ელემენტების შექმნა;
- ცალკეული ობიექტების დეკორაციის კონცეფციის შემუშავება და შესრულება;
- შენობის/ფართის პროექტის შეთანხმება ქალაქების არქიტექტურულ სამსახურებთან;
- საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის/დიზაინის მიმართულებით;
- ArchiCAD; 3D Max, Photoshop-ის ცოდნა აუცილებელია;
- Illustrator, InDesign, Corel draw-ის ცოდნა სასურველია;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია.
- სამუშაო გამოცდილება- არანაკლებ 3 წელი.
უნარები და პიროვნული თვისებები:
- კრეატიულობა;
- ინიციატივიანობა;
- სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: anaa.gurieli@gmail.com Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/03/2020
ბოლო ვადა: 10/04/2020