არქიტექტორ-დიზაინერი
AWARD
AWARD ჰოლდინგი წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: შპს ,,AWARD’’, „ევორდ დრილინგი“, „ევორდ ფექტორი“, „ევორდ ტრანსპორტი“ და სამშენებლო კომპანია „მამისონი“.
შპს ,,AWARD’’ აცხადებს არქიტექტორ-დიზაინერის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: არქიტექტორ-დიზაინერი
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
ადგილების რაოდენობა: 1
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მოვალეობები:
- სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების დაპროექტება;
- აზომვითი ნახაზების შედგენა;
- სამუშაო ნახაზების შექმნა;
- პროექტისთვის საჭირო ხარჯების, დროის, აღჭურვილობის, ადამიანური რესურსისა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების განსაზღვრა, შემდგომ ყველა დეტალის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
- პროექტის შესაბამისი შიდა და გარე დიზაინის შემუშავება ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ბიუჯეტი, შენობის მდებარეობა, ბოლოდროინდელი ტენდენციები და ა.შ.
- არქიტექტურული დიზაინის მომზადება შესაბამის პროგრამაში, 3D ვიზუალიზაცია;
- მომზადებული დიზაინის/პროექტის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირება;
- არქიტექტურულ დიზაინთან და მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
- პროექტის ფარგლებში ტექნიკური საკითხების მართვა;
- საპროექტო სამუშაოების განხორციელების სრული უზრუნველყოფა, შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი თითოეულ ეტაპზე;
- განსახორციელებელი პროექტების ნებართვების შესახებ მერიასთან კომუნიკაცია და მოლაპარაკება;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;
განათლება: უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით.
პროფესიული მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ამ სფეროში კანონით განსაზღვრული ყველა მოქმედი სახელმწიფო დადგენილების ცოდნა, მათ შორის ქალაქ თბილისის არქიტექტურული და ურბანული კანონმდებლობების ცოდნა;
- არქიტექტურული პროგრამების (ArchiCAD, AutoCad, Photoshop, 3D-max,Lumion, Photoshop) ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს პორტფოლიო და CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge.
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 12/02/2021.
გისურვებთ წარმატებას!
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/01/2021
ბოლო ვადა: 12/02/2021