არასიცოცხლის ზარალების ოფიცერი

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. „Global Benefits Group” ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას არასიცოცხლის ზარალების ოფიცრის პოზიციაზე.

 

განცხადების ვადა: 07 ივლისი - 07 აგვისტო, 2020

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ზარალზე რეაგირება
  • შემთხვევაზე გასვლა
  • სურათების გადაღება დაზიანებული ქონებისთვის
  • განაცხადის შევსების უზრუნველყოფა
  • ზარალზე ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოძიება/შეგროვება
  • ზარალის შეფასების გადამოწმება
  • რეგრესული თანხის მოთხოვნა
  • კლიენტის ინფორმირება ზარალის დარეგულირების პროცედურებისა და ვადებთან დაკავშირებით
  • კლინტთან ზარალის ანაზღაურების პროცესში სწორი მოლოდინების შექმნა
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);

 

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოლაპარაკების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
  • ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მოშაობის უნარი;
  • კონფლიქტების მართვის უნარი;
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ანალიზის უნარი;
  • გუნდურობა; თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 05/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: