არამედიკამენტების იმპორტის განვითარების მენეჯერი

ავერსი ფარმა

შპს „ავერსი–ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების იმპორტის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სააფთიაქო პარფიუმერიის, პარაფარმაციის, ესთეტიკის ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
  • ბიზნესის განვითარების მიზნით, ახალი შესაძლებლობების მოძიება;
  • ბაზრის ანალიზის საფუძველზე აუთვისებელი სფეროების გამოვლენა და მუშაობა;
  • საერთაშორისო კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
  • ახალი პროდუქტის ლონჩინგის (ბაზარზე ჩაშვების) ყველა ეტაპის დაგეგმვა და განხორციელება;
  • სხვადასხვა პროდუქტის წლიური შეკვეთა, მარაგების და გაყიდვების დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • პროდუქტის ტრანსპორტირების, სადისტრიბუციო მომსახურების, დასაწყობების, ქსელში განაწილების მუდმივი მონიტორინგი.  

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ეკონომიკური განათლება( სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • შესაბამის პოზიციაზე (არამედის იმპორტი და ბრენდის მართვა) მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი  ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე

 

  • ფოტოსურათი 3X4 1ც.;
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;  
  • სარეკომენდაციო წერილები  

მისამართზე: მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:   25 მარტი, 2020 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 25/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: