არაკომერციული შესყიდვების მენეჯერი

ნიკორა ტრეიდი

სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას არაკომერციული შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომწოდებლების მოძიება
  • პოტენციურ მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და პირობების შეთანხმება
  • შესყიდვების პროცესისთვის დოკუმენტაციის მომზადება
  • შესყიდვების პროცესის განხორციელება და კონტროლი
  • ფასთა შედარება და ანალიზი
  • არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი
  • მოძიებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია ტენდერის ჩატარების გამოცდილება
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა
  • მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი

 

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად განაწილების უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2020 წლის 15 აგვისტომდე, ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ‘’არაკომერციული შესყიდვების მენეჯერი’’. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 01/08/2020
ბოლო ვადა: 15/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: