ანაზღაურების სამსახურის სპეციალისტი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

ვივო მედიქალ ჯგუფი საქართველოს წამყვანი კლინიკების გაერთიანებაა, რომლის მიზანია ადამიანების ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა

უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით, პაციენტზე მორგებული კლინიკებით, საუკეთესო პროფესიონალთა გუნდით და სამედიცინო პერსონალის მუდმივი

განვითარების გზით. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ  მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო,

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო , ჟორდანიას კლინიკა. 

 

ვივო მედიქალ ჯგუფი  აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 

სამუშაო გრაფიკი: 10:00 დან – 19:00 მდე (ორშაბათი - პარასკევი)  

ანაზღაურება: 500 ლარი  

 

ძირითადი ფუნქციები: 

  • გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად საანგარიშგებო დოკუმენტაციის (შესრულებული სამუშაო) მომზადება და წარდგენა სადაზღვევო კომპანიებისათვის, გამგეობებისათვის და სხვა დამფინანსებლებისათვის; 
  • სადაზღვევო კომპანიების/დამფინანსებლების მიერ წარმოდგენილი მიმართვების შედარება პროგრამაში აღრიცხულ მომსახურებასთან; 
  • რევიზიის პროცესში აღმოჩენილი/გამოვლენილი უზუსტობების კორექტირება; 
  • შიდა პროგრამაში ფინანსური ინფორმაციის აღრიცხვა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბუღალტერიის/ეკონომიკის/ფინანსების/ბიზნესის მიმართულებით, განიხილებიან მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებიც; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 

 

პიროვნული უნარები: 

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • პასუხისმგებლობა; 
  • კონფიდენციალობა. 

 

ენები: 

  • ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი; 
  • ინგლისური - B1 დონე. 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს; 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 აგვისტო (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ანაზღაურების სამსახურის სპეციალისტი“). 

500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/08/2020
ბოლო ვადა: 15/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: