ანაზღაურებადი სტაჟირება

ტოიოტა ცენტრი თეგეტა

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა"  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება სერვისის მრჩევლის პოზიციაზე.

 

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.  შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge

 

სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე

მისამართი:  თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საავტომობილო მექანიზმების/სისტემების ძირითადი მიმართულებებისა და სათადარიგო ნაწილების კატალოგების შესწავლა;
  • ტოიოტას მომსახურების სტანდარტების სრულყოფილად შესწავლა;
  • კომპანიაში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების გარკვევა და სერვისის გუნდის ინფორმირება ავტომობილის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში ტესტ-დრაივების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ჩასატარებელ სამუშაოებსა და ფასებზე და  შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია და სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების  კონტროლი;
  • სამუშაოების პროგრესის შესახებ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • მონაცემთა ბაზების წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია საავტომობილო სფეროს სამოყვარულო დონეზე ცოდნა;
  • რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • MS office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);

პიროვნული თვისებები:

  • საავტომობილო სფეროს სრულყოფილად შესწავლის სურვილი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური უნარები;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს და შეავსეთ აპლიკაცია.  https://career.tegetamotors.ge/Job/587 

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 15/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: