ანალიტიკური დეპარტამენტის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

იუსტიციის სამინისტრო

თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი − საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამუშაო პოზიციის დასახელება: ანალიტიკური დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა). კატეგორია: იურიდიული და ანალიტიკა თანამდებობრივი სარგო: 2000 ლარი ადგილების რაოდენობა: 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (საჯარო მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების, რეფორმის კონცეფციების, სამართლებრივი/ანალიტიკური კვლევებისა და ანგარიშების მომზადება; ** სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში მონაწილეობა; ** დოკუმენტებზე სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებული კომენტარებისა და მოსაზრებების დამუშავება; ** პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხარდაჭერა; ** უწყებათაშორისი კომუნიკაცია და კოორდინაცია; ** საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან ურთიერთობა; ** კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება. საკონკურსო თემატიკა: ** "საქართველოს კონსტიტუცია"; ** "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"; ** "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"; ** "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი; ** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი; ** ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ECHR); ** "სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №316 დადგენილება; ** სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ** "პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის №385 ბრძანება; ** "პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება; ** საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება". საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია − დასავლურ ქვეყნებში მიღებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი); ** იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია სისხლის სამართლის ან/და ანალიტიკური მიმართულებით); ** სასურველია პენიტენციური სისტემის ან/და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება; ** სამართლებრივი ან/და ანალიტიკური კვლევების მომზადების გამოცდილება; ** კანონპროექტების ან/და სამართლებრივი დასკვნების შედგენის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა (C1); ** კომპიუტერული პროგრამების (Outlook, Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა. ** შედეგზე ორიენტაცია; ** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; ** გუნდური მუშაობა; ** პრობლემების ანალიზი; ** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება. კონკურსის ეტაპები: ** განაცხადების გადარჩევა; ** წერითი დავალება; ** გასაუბრება. გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა: საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. დამატებითი ინფორმაცია: ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაზღვევის კორპორაციულ პირობებს. კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: ** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); ** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი. ** აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა; ** აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა; ** ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს; ** კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს; ** შეფასების ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის არანაკლებ 51%-ის შესაბამისი ქულის მიღება; კანდიდატს, რომელსაც კონკურსის ფარგლებში დანიშნული ტესტირების თარიღამდე 1 წლის განმავლობაში სსიპ "იუსტიციის სასწავლო ცენტრში" გავლილი აქვს ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში და გადალახული აქვს მიმდინარე კონკურსის პირობებით დადგენილი ბარიერი, ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში აღნიშნული ეტაპი ჩაეთვლება გავლილად; ** ასევე, კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას, რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ის შესაბამისი ქულის მიღება; ** გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5). კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 2020 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 18/09/2020
ბოლო ვადა: 02/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: