ანალიტიკისა და დაგეგმვის ჯგუფის სპეციალისტი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო 

წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას კომერციულ დეპარტამენტში ანალიტიკისა და დაგეგმვის ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე.   

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • აბონენტების დარიცხვა/შემოსავლების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი; 
  • კომერციული სამსახურის IN წერილების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი; 
  • ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მონიტორინგი ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი; 
  • ბიუჯეტის შესრულებიდან გამომდინარე ახალი პროგნოზის დაგეგმვა და მონიტორინგი; 
  • აბონენტების ბაზაში ასახული მრიცხველების მონიტორინგი/დაზიანებების ანალიზი; 
  • საყოფაცხოვრებო/არასაყოფაცხოვრებო დებიტორების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/საბანკო საქმის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • მსგავს სფეროში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;  ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: 
  • პასუხისმგებლიანი, დისციპლინირებული, დეტალებზე ორიენტირებული; 
  • კოლეგიალურობა და გუნდში მუშობის უნარი. 

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge  არა უგვიანეს 2020 წლის  10 ივნისისა.  

გთხოვთ,  საგანში ("subject")  მიუთითოთ პოზიცია,  რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/06/2020
ბოლო ვადა: 13/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: