AML სპეციალისტი

დაირექტ დებიტ ჯორჯია

შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას AML სპეციალისტის თანამდებობაზე (თბილისი). სავალდებულო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ფინანსური მიმართულებით); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში; ** ინგლისური ენის კარგ დონეზე ფლობა; ** Microsoft Office (Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** საქართველოს კანონმდებლობის ზედმიწევნით ცოდნა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა კონტროლის წესების და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლება; ** ორგანიზაციული რისკის შეფასება, ანალიზი და მართვა; ** ფულის გათეთრების წინააღმდეგ შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების პროცესის მართვა; ** კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებულ პროცესებზე სათანადო კონტროლის უზრუნველყოფა. ** იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გატარება; ** კონტრაქტორთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა/შესრულების კონტროლი; ** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ზედამხედველი ორგანოს მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულება; ** ფულის გათეთრების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და გათვალისწინება; ** მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენა ანგარიშგების შესაბამისი ფორმით ** "საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით" გათვალისწინებული ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა; სამუშაო დღეები: ორშაბათი პარასკევი; სამუშაო დრო: 10:00-19:00 ანაზღაურება: დარიცხული 1400 ლარი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2020 წლის 1 აგვისტომდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

1400 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 07/07/2020
ბოლო ვადა: 01/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: