აკადემიური მასწავლებლის პროგრამა

თბილისის თავისუფალი აკადემია

თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგ საგნობრივ მიმართულებებზე:

  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების არაქართულენოვანი სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მიმართულება;
  • დაწყებითი საფეხურის მიმართულება (I-IV);
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულება;
  • დაწყებითი საფეხურის მათემატიკის (I-VI) მიმართულება.

 

პროფესორი;

ასოცირებული პროფესორი;

ასისტენტ - პროფესორი;

ასისტენტი;

 

საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად.
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებულ, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება პროფესორის და არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება - ასოცირებული პროფესორის ვაკანსიისათვის.
  • შესაბამის დარგში სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნებული უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში (სავალდებულოა პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორებისთვის).

 

 

საკონკურსო კრიტერიუმები პროფესიული ნიშნით:

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად.
  • დარგის ადექვატური პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ერთ-ერთი ნიშნით:
    • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით;
    • სამეცნიერო-კვლევითი (შესაბამის დარგში ბოლო 3 წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით.
    • დარგში პრაქტიკული სახის პროექტის /მეთოდური ლიტერატურის ავტორობით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით.

 

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • არანაკლებ მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი   მიმართულების/დარგის შესაბამისად.
  • დარგის ადექვატური პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნით:
    • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან.
    • სამეცნიერო-კვლევითი (შესაბამის დარგში ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია).
    • დარგში პრაქტიკული სახის პროექტის /მეთოდური ლიტერატურის ავტორობით.

 

წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე).
  • ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით ქართულ და ინგლისურ ენაზე).
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
  • პედაგოგიური ან/და პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები დასაკავებელი აკადემიური თანამდებობის შესაბამისად;
  • საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

 

უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი.

 

დამატებითი კრიტერიუმები:

  • შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში;
  • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა;
  • უცხოური ენის (ერთ-ერთი ევროპული ენის) ცოდნა.

 

კონკურსი ჩატარდება თბილისის თავისუფალი აკადემიის პერსონალის მართვის წესის შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  • მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

 

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 24 ივნისიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით; 
  • კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა ჩატარდება არაუგვიანეს 2020  წლის 4 აგვისტოსი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 6 აგვისტოს (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ პირადად განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020  წლის 10 აგვისტოსი.

 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში 2020 წლის 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46.

ტელ: 2 36 91 60

info@freeacademy.edu.ge;    tea.tulashvili@rfeeacademy.edu.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/07/2020
ბოლო ვადა: 23/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: